Get All Access for $5/mo

CARU-მ 2 წლის თომას "პიპია" უფასოდ შეუკეთა და "ბეტმენიც" აჩუქა

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თორნიკე ჯობავა

მხოლოდ დიდები არ აღმოვჩნდებით ხოლმე მანქანის შეკეთების პრობლემის წინაშე, ბავშვებსაც ხშირად (შეიძლება დიდებზე ხშირადაც) მოსდით მსგავსი არასასურველი ინცინდენტები. ასე მოუვიდა კვირა დღეს 2 წლის თომასაც, რომლის საყვარელ "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილს საჭე მოსძვრა. მაშინვე მამას მიაკითხა, მამა კი არ დაიბნა და პირველი CARU გაახსენდა.

არც CARU დაიბნა და ალბათ არსებობის ისტორიაში ყველაზე პატარა კლიენტს დაუზარელად და რაც მთავარია სრულიად უფასოდ მოემსახურა. რამდენიმე საათში თომას, შეკეთებული "პიპია" სუპერგმირ "ბეტმენთან" ერთად უკვე სახლში ჰყავდა.

CARU მომხმარებლებს აკავშირებს ავტოასისტენტებთან, რომლებიც დროულად და ადეკვატურ ფასში უზრუნველყოფენ პრობლემური ავტომობილის შეკეთებას. კომპანია მომხმარებელსა და ავტოასისტენტს შორის შუამავლის როლში გვევლინება. მართალია CARU-ს ფუნქცია მომსახურება არ არის, მაგრამ იგი აკონტროლებს ავტოასისტენტთა სამუშაოს შესრულების ხარისხს – სტარტაპი დროგამოშვებით ახორციელებს კვლევებს, რომლითაც იქმნება ასისტენტთა რეიტინგი. სწორედ პერიოდულ მონაცემებზე დაკვირვება უზრუნველყოფს კვალიფიციური ასისტენტების აღმოჩენასა და შენარჩუნებას.

CARU 2018 წელს ნიკა აბაშიძემ დააფუძნა. პროფესიით ფინანსისტს, მსგავს სექტორში მუშაობის 10-წლიანი გამოცილება უკვე დაგროვილი ჰქონდა. ამას დაემატა მანქანების სიყვარული და სურვილი, შეექმნა ინოვაციური პროდუქტი.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

როგორ დავიწყო ბიზნესი

5 წიგნი, რომელიც ბიზნესის დაწყებამდე უნდა წაიკითხოთ

ცოდნა არასოდეს არის ზედმეტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

თუ მცირე საფეხურებად დაყოფთ, დაწყება იმაზე გაცილებით ადვილი გახდება, ვიდრე გგონიათ